geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტ თათია ქართლელიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დანიშვნის შესახებ

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კონფლიქტოლოგია“ დოქტორანტ თათია ქართლელიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დანიშვნის შესახებ

ვბრძანებ:

 

1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კონფლიქტოლოგია“ მე-7 სემესტრის დოქტორანტ თათია ქართლელიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2025 წლის 15 ივლისს 12:00 საათზე;


2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუ-ის II კორპუსში, N 235 აუდიტორიაში;


3. დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • გუგული მაღრაძე - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი- კომისიის თავმჯდომარე;
  • ზურაბ აბაშიძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • რევაზ ჯორბენაძე - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი კომისიის მდივანი;
  • გია ჟორჟოლიანი - ისტორიის დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
  • კონსტანტინე ერისთავი - სამართლის თეორიის დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი;

4. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;


5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.